

saswavlo centri kora
kora The Training Center

პოსტები კერვის, ქსოვის, ქსოვილების და საქსოვი ძაფების შესახებ
ჩვენს მიერ კურსის სასწავლო პროგრამაში შეტანილი ცვლილებები ძირითადად ეხება თეორიული და პრაქტიკული გაკვეთილების კიდევ უფრო ნაყოფიერად წარმართვას, რაც გულისხმობს რაოდენობრივად მეტი მოდელის შექმნას, ანუ მოდელირებას და კერვას. რაციონალურად გავანაწილეთ სწავლებისთვის განკუთვნილი დრო და მივაღწიეთ იმას, რომ ხარისხის გაუმჯობესების პარალელურად, გაიზარდა მოსწავლის მიერ შესრულებული მოდელების რაოდენობა. ეს კი ნიშნავს, რომ პრაქტიკული სამუშაოების რაოდენობა ბევრად უფრო გაიზარდა დროის იმავე პერიოდში. ეს ცვლილება ეხება როგორც დასწრებით, ასევე დისტანციურ სწავლებას.
რატომ არის დაზგაზე ქსოვა ასე პოპულარული?! იმიტომ, რომ ეს არის მაქსიმალური შედეგი მინიმალურ დროში და მინიმალური დანახარჯერით! მოთხოვნადი, ექსკლუზიური, ყველა დროის და სეზონის ფავორიტი სამოსი! ჩვენ შეგასწავლით ყველა დეტალს და ქსოვის პროცესის ოპერაციებს სულ რაღაც 2 თვეში.
რა არის თქვენთვის პრიორიტეტული? რას ანიჭებთ უპირატესობას? - თქვენი აზრით, მოდის სფეროში წარმატების მისაღწევად რომელია მთავარი?! 1) კონსტრუირება. 2)მოდელირება თუ
3) ტექნოლოგია? იქნებით თუ არა პროფესიონალი დიზაინერი, თუ ამ სამი მიმართულებიდან მხოლოდ ერთ-ერთი ან მხოლოდ ორი გეცოდინებათ?!
პასუხი ერთია! იმისთვის, რომ იყო დიზაინერი, საჭიროა სამივეს ცოდნა. სხვა შემთხვევაში იქნები მხოლოდ კონსტრუქტორი, მხოლოდ მოდელიორი, ან მხოლოდ მკერავი.
უახლესი ნაქარგები - ორი ულამაზესი, ახალი ნამუშევარი შეემატა კორას ნაქარგების გალერეას. ასეთი ფერადი და სახალისო გაზაფხული მოიქარგა ჩვენთან.
ნაქარგებით ვაფორმებთ ტანსაცმელს, ჩანთებს, აქსესუარებს, ინტერიერს და ასევე, შესანიშნავი საჩუქარია ნაცნობებისთვის!
სხვა ნაქარგების დიდი კოლექცია იხილეთ გალერეაში
რთულია თქვენთვის, რომ გამონახოთ დრო სამუშაო კვირის განმავლობაში კურსებზე რეგულარულად დასასწრებად?! მაშინ კორას ბლიც-კურსი თქვენთვის საუკეთესო გამოსავალია!
🔹მხოლოდ კვირაში ერთხელ! 🔹მხოლოდ შაბათს 4 საათის განმავლობაში!
🔹ყოველი ერთი ბლიც-კურსი მოიცავს ერთ ახალ თემას,
🔹დარეგისტრირებული მონაწილეები სარგებლობენ ბონუსით მომდევნო ბლიც-კურსებისთვის!
29 მარტს, შაბათს, 12 საათზე ტარდება ბლიც-კურსების მორიგი, რიგით 36-ე ღია გაკვეთილი.
პროგრამაშია: ქალის კაბების, ბლუზების კონსტრუირება–მოდელირება ტიპიური და ინდივიდუალური აღნაგობისთვის მაქსიმალური სიზუსტის გარანტიით!
🔹გაკვეთილის დასრულების შემდეგ გარკვეული დრო დაეთმობა თემატურ კითხვა-პასუხს.
დასაწყისი 12:00სთ.
ბლიც-კურსის ღირებულება 100 ლარი.
რეგისტრაციისთვის დაგვირეკეთ: 555-520-688; 577-426-606
საჩუქარი კორას, რომელიც ბევრ საინტერესო და საჭირო ინფორმაციას მოიცავს. ეს არის წიგნი, რომელიც ნამდვილი საგანძურია ნებისმიერი დიზაინერისთვის. ვიდეო იხილეთ მენიუში ''ვიდეოთეკა''.
შემოგვიერთდით და მიიღეთ სრულყოფილი და ამომწურავი პასუხები თქვენს შეკითხვებზე!
ჩვენთან მიღებული ცოდნის და გამოცდილების შედეგად აუცილებლად მიაღწევთ წარმატებას!
შევიძინეთ ახალი ქსოვილები კორას მოსწავლეებისთვის. სხვადასხვა ფერის და ფაქტურის ქსოვილებიდან მოსწავლეები შეარჩევენ სასურველს. ჩვენთან მიღებული ცოდნის და გამოცდილების შედეგად აუცილებლად მიაღწევთ წარმატებას!
როგორ მიიღება წრიული გვირისტები ხელსაწყოს დახმარებით ორიგინალური დიზაინის მისაღწევად!
მსგავსი და განსხვავებული, არა ერთი სხვა ტექნიკა შედის ჭრა-კერვის სრული კურსის პროგრამაში.
ამ ვიდეოში ნახავთ, როგორ გამოვიყენოთ დამატებითი ხელსაწყოები.
იცით თუ არა, რომელია ოთხი ყველაზე დიდი შეცდომა კუბოკრულ ქსოვილებთან მუშაობის დროს?! თუ არა, მაშინ ჩვენ დაგეხმარებით ყველა პრობლემის მოგვარებაში. გახსოვდეთ! კუბოკრული ქსოვილებით კერვის დროს აუცილებელია ზოლების თანხვედრა, რაც ზრდის ქსოვილის ხარჯებს. ამიტომ, გასათვალისწინებელია თარგების სწორი განლაგება და ასევე, სწორი ჭრა.
შეისწავლე თავად და შემდეგ, ასწავლე სხვებსაც!
რა იცით საქსოვი დაზგების შესახებ?! ძალიან ცოტა, ან საერთოდ არა? მაშინ ჩვენი ახალი ვიდეო-გაიდიდან გაიგებთ ყველაფერს, რაც თქვენს ინტერესს პროფესიულ უნარად აქცევს. რატომ დაზგა?
🔸 სიჩქარე: უფრო სწრაფად ქმნით დიდი მასშტაბის ნამუშევრებს.
🔸 მრავალფეროვნება: ფართო არჩევანი ფერებში, სტილში და სქემებში.
🔸 ხარისხი: თანაბარი, დახვეწილი ქსოვა ყოველ ჯერზე. დაინტერესდით?
🔹 დაგვიკავშირდით და სულ რაღაც 2 თვეში დამოუკიდებლად შეძლებთ დაზგაზე ქსოვას.
🔹 გაგვიზიარეთ, რას შექმნიდით დაზგაზე ქსოვის შესწავლის შემდეგ?
🔹 ნახეთ სხვა ვიდეოები კორას ვიდეოთეკაში: https://www.korateach.com/videoteka
რითია თანამედროვე ქალი გამორჩეული? პირველ რიგში თავისი გარეგნობით, სტილით, იმიჯით და ტანზე იდეალურად მორგებული, ხარისხიანი სამოსით. საუკეთესო გზა ამ მიზნის მისაღწევად არის საკუთარი ხელით და გემოვნებით შეკერილი მოდური ტანსაცმელი. სასწავლო ცენტრი კორა სწორედ ამ პრინციპით ხელმძღვანელობს და სწავლის პროცესში მაქსიმალურად უწყობს ხელს თავის მოსწავლეებს არა მარტო სტილის შერჩევაში და გარდერობის განახლებაში, არამედ ამ საქმიანობის შემოსავლის წყაროდ ჩამოყალიბებაში.
რამდენი გზა და მეთოდია თქვენთვის ცნობილი ამონაჭერის დასამუშავებლად? რა ტექნიკები არსებობს ხარისხიანი დამუშავების მისაღებად? რა უნდა ვიცოდეთ და როდის როგორ მოვიქცეთ? როდის მივმართავთ მარტივ, როდის რთულ ან კომბინირებულ დამუშავებას? ხედავთ, რამდენი საიდუმლო აქვს ამ ტექნოლოგიას?!
მკითხველები ხშირად გვწერენ იმ პრობლემის შესახებ, რომელიც მათ ჭრა-კერვის დროს ექმნებათ. კერძოდ, ფლობენ კერვის ოპერაციებს და ტექნოლოგიას, მაგრამ არ იციან ან ერთულებათ თარგის აგება და მოდელირება. სარგებლობენ ჟურნალებში დართული თარგებით, რომელიც უმრავლესობას არ ერგება, საჭიროებს მრავალგზის გადაკეთებას დიდი დროის და ენერგიის ფასად. ხშირად არც შედეგი მიიღება სასურველი. ან, იქნებ სულაც არ მოიძებნა ჟურნალში ის მოდელი, რომელიც თქვენს გემოვნებას და სტილს შეესაბამება? თუ მსგავსი სიტუაცია თქვენთვისაც ნაცნობია, გაგვიზიარეთ კომენტარებში.როგორ მოვიქცეთ?! შეიძინეთ თქვენს ტანზე მორგებული სრულყოფილი საბაზისო თარგი და დაივიწყეთ ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემები. კორა გთავაზობთ ინდივიდუალურ, თქვენს ტანზე მორგებულ, სრულყოფილ საბაზისო თარგს მაქსიმალური სიზუსტის გარანტიით. ამ თარგების გამოყენებას შეძლებთ ბლუზების, ტოპების, სპორტული სამოსის, სეზონური კაბების, სარაფნების, ჟილეტების, მოსაცმელების, კარდიგანების, ქურთუკების და ჟაკეტებისთვის.
1. მრავალჯერადი გამოყენების საბაზისო თარგი ინდივიდუალური აღნაგობისთვის. ფასი 100 ლარი.
2. მრავალჯერადი გამოყენების საბაზისო თარგი ინდივიდუალური აღნაგობისთვის + სატესტო მაკეტი. ფასი 200 ლარი.
ახალი კაბა კერვის პროცესში. კერვის ოპერაციების თანმიმდევრობა და ამ ოპერაციების ხარისხი განაპირობებს მზა ნაწარმის სახეს. რამდენად მოთხოვადი და გაყიდვადი იქნება თქვენი ნაწარმი, დამოკიდებულია არა მარტო თარგების და ლეკალოების სისწორეზე, არამედ კერვის ტექნოლოგიაზე. კიდევ უფრო მნიშველოვანია, რამდენად პროფესიონალურ დონეზე გაქვთ გავლილი ჭრა-კერვის კურსები.
იცით, თუ არა როდის, რა შემთხვევაში, როგორ და რომელი თარგების გამოყენებით შეიძლება ნაქსოვის ჭრა დეტალების მისაღებად?! რა უნდა ვიცოდეთ, როგორ მოვიქცეთ, როგორ გამოვჭრათ და შევაერთოთ მიღებული დანამზადები?! ამ ყველაფრის შესწავლას და გამოყენებას შეძლებთ კორას სასწავლო კურსის გავლის შემდეგ. ნებისმიერ დაზგაზე ქსოვის შესწავლა შესაძლებელია მხოლოდ კორას დახმარებით 2 თვეში.
ჩვენს მიერ კურსის სასწავლო პროგრამაში შეტანილი ცვლილებები ძირითადად ეხება თეორიული და პრაქტიკული გაკვეთილების კიდევ უფრო ნაყოფიერად წარმართვას, რაც გულისხმობს რაოდენობრივად მეტი მოდელის შექმნას, ანუ მოდელირებას და კერვას. რაციონალურად გავანაწილეთ სწავლებისთვის განკუთვნილი დრო და მივაღწიეთ იმას, რომ ხარისხის გაუმჯობესების პარალელურად, გაიზარდა მოსწავლის მიერ შესრულებული მოდელების რაოდენობა. ეს კი ნიშნავს, რომ პრაქტიკული სამუშაოების რაოდენობა ბევრად უფრო გაიზარდა დროის იმავე პერიოდში. ეს ცვლილება ეხება როგორც დასწრებით, ასევე დისტანციურ სწავლებას.
ვის არ უყვარს თეთრი ბლუზა?! კორას სასწავლო ცენტრში არა ერთი თეთრი კაბა, ბლუზა, ჟაკეტი და სხვა მოდელია შეკერილი. ფოტო სურათებით შეგახსენებთ მხოლოდ რამდენიმეს. თუ გსურთ საკუთარი ხელით სისტემატიურად განაახლოთ თქვენი გარდერობი ყოველი ახალი სეზონისთვის, შემოგვიერთდით. კორა შეგასწავლით ჭრა-კერვას, დაგეხმარებათ წინსვლასა და წარმატების მიღწევაში!
მკითხველები ხშირად გვწერენ იმ პრობლემის შესახებ, რომელიც მათ ჭრა-კერვის დროს ექმნებათ. კერძოდ, ფლობენ კერვის ოპერაციებს და ტექნოლოგიას, მაგრამ არ იციან ან ერთულებათ თარგის აგება და მოდელირება. სარგებლობენ ჟურნალებში დართული თარგებით, რომელიც უმრავლესობას არ ერგება, საჭიროებს მრავალგზის გადაკეთებას დიდი დროის და ენერგიის ფასად. ხშირად არც შედეგი მიიღება სასურველი. ან, იქნებ სულაც არ მოიძებნა ჟურნალში ის მოდელი, რომელიც თქვენს გემოვნებას და სტილს შეესაბამება? თუ მსგავსი სიტუაცია თქვენთვისაც ნაცნობია, გაგვიზიარეთ კომენტარებში.
როგორ მოვიქცეთ?! შეიძინეთ თქვენს ტანზე მორგებული სრულყოფილი საბაზისო თარგი და დაივიწყეთ ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემები.
კორა გთავაზობთ ინდივიდუალურ, თქვენს ტანზე მორგებულ, სრულყოფილ საბაზისო თარგს მაქსიმალური სიზუსტის გარანტიით. ამ თარგების გამოყენებას შეძლებთ ბლუზების, ტოპების, სპორტული სამოსის, სეზონური კაბების, სარაფნების, ჟილეტების, მოსაცმელების, კარდიგანების, ქურთუკების და ჟაკეტებისთვის.
1. მრავალჯერადი გამოყენების საბაზისო თარგი ინდივიდუალური აღნაგობისთვის. ფასი 100 ლარი.
2. მრავალჯერადი გამოყენების საბაზისო თარგი ინდივიდუალური აღნაგობისთვის + სატესტო მაკეტი. ფასი 200 ლარი.
ვაგრძელებთ ჩვენი სასწავლო კურსის პროგრამიდან ყველაზე საინტერესო რუბრიკას: ''არაჩვეულებრივი კაბა ჩვეულებრივი თარგიდან''. იცით, რატომ ვანიჭებთ უპირატესობას იდეალურ საბაზისო თარგს?! იმიტომ, რომ მოდელირების პროცესი იყოს უფრო მარტივი და სამოსი კარგად მორგებული. ეს კაბა მოსწავლის მიერ შეკერილი მაკეტია, რომელსაც სახელიც შეურჩია და ''ამელია'' დაარქვა. შეგვპირდა, რომ ძირითადი ქსოვილით შეკერილ საახალწლო კაბას თავადვე წარმოგვიდგენს. ჩაიფიქრა, შექმნა ესკიზი და განახორციელა კიდეც. რას ეტყოდით დამწყებს, რომელიც სწავლის დაწყებიდან 4 თვის შემდეგ რთულ მოდელებზე იწყებს მუშაობას?!
ატლასის საღამური-ორეული. ერთ-ერთი ურთულესი ქსოვილი დამუშავების თვალსაზრისით. მაგრამ ჩვენთვის არ არსებობს სირთულეები! ყველა სახის რთული ქსოვილი მოითხოვს თავისებურ მიდგომას, თრგის სწორად შერჩევას და დამუშავებას. მხოლოდ სწავლების სწორი მეთოდები და ინტენსიური პრაქტიკა იძლევა სასურველი შედეგის მიღწევის გარანტიას.
ნაცრისფერი ტრიკოტაჟის კაბა აქტუალური, თავისუფალი სილუეტის მქონე, ორიგინალური და კრეატიული ყელის დიზაინით. როგორ ავაგოთ თარგი, როგორ გამოვთვალოთ საყელო, იმისათვის, რომ დგომა ჰქონდეს სტაბილური, როგორ დავამუშავოთ კერვის პროცესში? თუ ყველა ეს ჩამონათვალი თქვენთვის არ არის უცხო, მაშინ შეიკერეთ ჩვენთან ერთად! მაგრამ თუ კითხვები მრავლად გაქვთ, მაშინ შემოგვიერთდით ჭრა-კერვის სასწავლო კურსებზე და ერთად გადავჭრით ყველა ამ პრობლემას!
რამდენიც არ უნდა ქსოვო, ყოველთვის გექნება დაუკმაყოფილებლობის განცდა და კიდევ უფრო მეტს ქსოვ, მეტ საიხლეს ეძებ, მეტ გამოცდილებას იღებ და პროგრესიც სახეზეა. პროფესიონალები ფლობენ განსაკუთრებულ ტექნოლოგიას, მეთოდოლოგიას და სრულიად სხვაგვარი მიდგომა აქვთ საქმისადმი. როგორ ხდება გამოთვლები, რომელ მოდელს რა სახის ძაფი მოერგება, რა შემადგენლობის საქსოვი ძაფია მისაღები ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, როგორ ვამუშავებთ დეტალებს და კიდევ უამრავი სხვა უმნიშველოვანესი საკითხის ცოდნაა აუცილებელი.
როგორ, რა თანმიმდევრობით და რომელი პროგრამით შევისწავლოთ სრულყოფილად ჭრა-კერვა?! ამისთვის გთავაზობთ შეარჩიოთ სრული კურსი. სწავლებას საფუძვლად უდევს თეორიული და პრაქტიკული სწავლების ერთობლიობა. კორას სასწავლო ცენტრის მთავარი პრიორიტეტია მუდმივად განახლებადი პროგრამა, რაც აუცილებელი პირობაა წარმატებული საქმიანობისთვის.
იცით თუ არა, როგორ შეიძლება გააფორმოთ სახელოს ძირი არატრადიციული მეთოდებით?! აქ ნიმუშის სახით ნაჩვენებია ერთ-ერთი გზა. სხვა კიდევ უფრო საინტერესო და მრავალფეროვან ვარიანტებს შეგასწავლით ჭრა-კერვის სრული კურსის პროცესში. კონსტრუირების შემდგომი ეტაპი ყველაზე რთული და საინტერესო პროცესია. კონსტრუქტორ-მოდელიორის სპეციალობა საკმაოდ მაღალანაზღაურებადია, რადგან ნამდვილი სპეციალისტები ცოტა არიან. დღეს ხშირად სთავაზობენ კონსტრუირება-მოდელირების შესწავლას, თუმცა ისიც კი არ იციან, რას ნიშნავს ეს ორი მცნება და რა დამოკიდებულებაში არიან ისინი ერთმანეთთან და ზოგადად, როგორ ხდება მოდელირება.