top of page

ჩვენ შესახებ

   დღეს თანამედროვე მსოფლიო მოდის ძირითადი აქცენტი გადატანილია საავტორო სკოლებსა და შემოქმედებით სახელოსნოებზე. მსგავსი სასწავლებლების კურსდამთავრებულები გამოირჩევიან პერსპექტიულობით და პროფესიონალიზმით.

რატომ კორა?!

  •   სასწავლო ცენტრი კორა ფუნქციონირებს უკვე 23 წელია. დაარსდა 2002 წელს. მალევე მოიპოვა იურიდიული სტატუსი სერთიფიკაციის უფლებით. შექმნა პერსონალური ვებ-გვერდი და დაუკავშირდა ყველაზე რეიტინგულ სოციალურ ქსელებს.

  • სასწავლებლის კურსდამთავრებულთაგან ბევრს დღეს საკუთარი ბიზნესი აქვს, მათ შორის საზღვარგარეთაც.

  • კორას სასწავლო მასალების გარკვეული ნაწილი შემოტანილია ევროპის ქვეყნებიდან. აღჭურვილია თანამედროვე სამრეწველო და საყოფაცხოვრებო დაზგა-დანადგარებით, სპეცმანქანებით და ხელსაწყოებით ტანსაცმლის პროფესიონალურ დონეზე შესაქმნელად.

  • ჩვენს მიერ შემუშავებული პროგრამა მიზნად ისახავს სპეციალისტების მომზადებას მოდის ინდუსტრიისთვის. 

  • კორას სასწავლო პროგრამა სრულად მოიცავს ქალის ტანსაცმლის დიზაინის და წარმოების ყველა ტექნიკას (ესკიზები, კერვა, დაზგაზე ქსოვა, ხელით ქსოვა)

  •   სასწავლო ცენტრში მიღებული ცოდნა და გამოცდილება შესაძლებლობას მოგცემთ თქვენი ახალი პროფესია აქციოთ შემოსავლის წყაროდ, გახსნათ საკუთარი სასწავლებელი, მოახდინოთ თქვენს მიერ შექმნილი პროდუქციის რეალიზაცია, შეასრულოთ ძვირადღირებული ინდივიდუალური შეკვეთები, შექმნათ ექსკლუზიური მოდელები, სხვადასხვაგვარი აქსესუარები.

  • შეძლებთ მიიღოთ მონაწილეობა გამოფენა-გაყიდვებში, ჩამოაყალიბოთ და მართოთ საკუთარი ბრენდი, იყოთ გამორჩეულნი, ჩაიცვათ მოდურად და ამავე დროს, ყველასგან განსხვავებულად.

რა არის კორას მისია?!

  ჩვენ შევიმუშავეთ საკუთარი მეთოდიკა ტანსაცმლის კონსტრუირების, მოდელირების და ტექნოლოგიის სფეროში, რაც საშუალებას იძლევა უმოკლეს დროში შექმნათ მოდური, ხარისხიანი და ექსკლუზიური მოდელები თქვენთვის და გარშემო მყოფთათვის. მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილების შედეგად, ჩვენ გავაერთიანეთ თანამედროვე და არაერთგზის ნაცადი  მეთოდები.

კორას სასწავლო ცენტრის მთავარი პრიორიტეტია მუდმივად განახლებადი პროგრამა, რაც აუცილებელი პირობაა წარმატებული საქმიანობისთვის. ისევე როგორც მოდა და მოდური ტენდენციები, სასწავლო პროგრამაც უნდა იყოს თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი. თანამედროვე ჩაცმის სტილი, სილუეტები, თანამედროვე ქსოვილების სტრუქტურა მოითხოვს ახლებურ მიდგომას. მოდის მიმდევრების გემოვნება ვერ იქნება დაკმაყოფილებული, თუ სასწავლო პროცესში ტანსაცმლის კონსტრუირება, მოდელირება და ტექნოლოგია ისევ იმ საფეხურზე დარჩება, რაც წლების და ათწლეულების წინ იყო და რაც, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში რეალობაა. ამიტომ, დაივიწყეთ მრავალგვერდიანი, გაურკვეველი და დამაბნეველი ფრაზებით სავსე კონსპექტები, ურთულესი ფორმულები და კორას თანამედროვე პროგრამის დახმარებით გაიმარტივეთ და გაილამაზეთ ცხოვრება.
  ჩვენს პროგრამაში შეტანილმა ცვლილებებმა მნიშვნელოვნად
გაამარტივა და გააუმჯობესა მოსწავლეებისთვის თეორიული და პრაქტიკული მასალის აღქმის პროცესი.

მოგვწერეთ თქვენი სურვილები, შენიშვნები, წინადადებები და შეკითხვები!
გამოიყენეთ თქვენი ცოდნა, უნარი და ფანტაზია, იყავით პრაქტიკულნი და წარმატებულნი!

                                                                            About us!


   Today, the main focus of modern world fashion has shifted to designer schools and creative workshops. Graduates of such institutions are distinguished by their promising careers and professionalism.
  The Training Center Kora was founded in 2002. Soon it gained a legal status, created an official website and connected to the most rated social networks.
  Today, many of the graduates of the Center have their own businesses, including abroad. The Center is equipped with modern industrial and household equipment, special devices, and computers. The program developed by us aims to train specialists for the fashion industry. The knowledge and experience gained at our center will give you the opportunity to turn your new profession into a source of income, open your own school, sell your own products, fulfill expensive individual orders, create exclusive models and various accessories, participate in exhibitions and sales, establish and manage your own brand, just to stand out, dress fashionably and at the same time, be different from everyone else.


                                                                      What is Kora's mission?!


  We have developed our own methodology in the field of clothing construction, modeling and technology, which allows to create fashionable, high-quality and exclusive models for you and those around you in the shortest possible time. As a result of many years of experience, we have combined modern and time-tested methods.
  The main priority of the Training Center Kora is a constantly updated program, which is a necessary precondition for any successful activity. Just like fashion and fashion trends, the curriculum should also be relevant to modern requirements.       Modern dress style, silhouettes, and structure of modern fabrics require a new approach. The taste of fashionistas will not be satisfied if the construction, modeling and technology of clothes in the training process remains at the same level as it was years and decades ago. And this, unfortunately, is the reality in many cases. Therefore, forget multi-page handouts full of unclear and confusing phrases, complicated formulas and simplify and beautify your life with the help of Kora's modern program.
  The changes made in our program significantly simplified and improved the process of understanding theoretical and practical material for students.

 
Please share your wishes, comments, suggestions and questions with us!
  Use your knowledge, skill and imagination, be practical and successful!

გამოიწერეთ კორას სიახლეები!

გმადლობთ!

ჩვენი ელ-ფოსტა

დაგვიკავშირდით

555 - 520 - 688

 

577 - 426 - 606

კორას სოციალური ქსელი

  • Facebook
  • Instagram
  • YouTube
  • Pinterest
------------.jpg

  სასწავლო ცენტრი კორა. ტანსაცმლის დიზაინი, კონსტრუირება, მოდელირება,

ჭრა-კერვის ტექნოლოგია; დაზგაზე და ხელით ქსოვის კურსები

bottom of page